ქალაქ ბორჯომში წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ბორჯომში წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე პროცესს ადგილზე კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, მოადგილე აკაკი მშვიდობაძე და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ.

„აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია „გუჯარულასა“ და „სადგერის“ სათავე ნაგებობების, არსებული რეზერვუარებისა და სატუმბი სადგურების რეაბილიტაცია, ორ სექციანი სალექრის, ერთი ახალი რეზერვუარის, წყალმომარაგების ქსელისა და აღრიცხვის კვანძების მოწყობა.

პროექტი 2025 წლის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდგომაც, ქალაქ ბორჯომის 29 000-მდე ბენეფიციარი 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 30 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება