„საქართველოს ბანკი“ ქალი მეწარმეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე „ვორკშოპს“ გამართავს

17 ივლისს, „საქართველოს ბანკის“ 4B სივრცეში, ალექსანდრე ყაზბეგის 15 ნომერში, „ვორკშოპი“ - „ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის“ გაიმართება.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, შეხვედრას „ალტე უნივერსიტეტის“ ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი, ნანა დიხამინჯია გაუძღვება.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული უცხოური და ქართული აპლიკაციები, ასევე ის, თუ როგორ იყენებენ დღეს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს მცირე და საშუალო მეწარმეები.

„ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების დანერგვა ყოველდღიურ საქმიანობაში თანამედროვე ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი ფორმულაა. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტში ახალი კავშირების ფორმირებას და ყველაზე აქტუალური ტექნოლოგიური ხელსაწყოების შესახებ ცნობადობის გაზრდას. საბოლოოდ კი, გვსურს, ამ გზით, ქალ მეწარმეებს საკუთარი საქმიანობის ახალ საფეხურზე გადაყვანის შესაძლებლობა მივცეთ. აღნიშნული ღონისძიება, ისევე, როგორც სხვა რეგულარული ბიზნესშეხვედრები მომხმარებლების ინტერესებისა და სურვილების კვლევის შედეგად იგეგმება. ამიტომაც მოხარული ვართ, რომ არ ვჩერდებით და მათ სხვადასხვა საკითხის ექსპერტებთან შეხვედრის შესაძლებლობას ვაძლევთ“, - აცხადებს მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ესტუმრეთ „საქართველოს ბანკის“ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, ღონისძიებაზე დასწრება „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებს შეუძლიათ. თუ ჯერ არ ხართ ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო