ნინო წილოსანი - დონალდ ტრამპზე მომხდარი თავდასხმა ადასტურებს, რომ ფაშისტური, საკუთარ იდეოლოგიას ბრმად მიმყოლი გარკვეული ჯგუფები საკმაოდ რადიკალიზდებიან! - საქართველოში წინასაარჩევნო გარემო ასეთი რადიკალური მოქმედებებისგან აუცილებლად უნდა იყოს დაზღვეული

საქართველოში წინასაარჩევნო გარემო ასეთი რადიკალური მოქმედებებისგან აუცილებლად უნდა იყოს დაზღვეული - დონალდ ტრამპზე მომხდარი თავდასხმა ადასტურებს, რომ ფაშისტური, საკუთარ იდეოლოგიას ბრმად მიმყოლი გარკვეული ჯგუფები საკმაოდ რადიკალიზდებიან! - ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის შეფასებით, ეს არის გლობალური სურათი, რაც აშშ-ს შემთხვევაში უმძიმესი ფორმით გამოიხატა.

“დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა, სლოვაკეთის პრემიერ ფიცოსთან დაკავშირებული იდენტური ფაქტი აჩვენებს, რამდენად კვებას ასე ადამიანებს იდეოლოგია, რასაც ავრცელებენ.

ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფაშისტური აგრესიული კამპანიისა და მოწოდებების შედეგია, რომელიც თითოეულ ქვეყანას, განსაკუთრებით კი დემოკრატიულ ქვეყნებს ძალიან მძიმედ აწვება.

საქართველოში წინასაარჩევნო გარემო აუცილებლად უნდა იყოს დაზღვეული ასეთი რადიკალური მოქმედებებისგან. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავთ, როგორ გააქტიურდნენ ის რადიკალური ჯგუფები, რომლებიც პარლამენტში კანონის მიღების გაპროტესტების ფორმად წარმოუდგენელ აგრესიას, ფსიქოლოგიურ ტერორს და შეურაცხყოფას მიიჩნევენ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება