გურამ მაჭარაშვილი - ტრამპი ემხრობა, რომ კაცი კაცად და ქალი ქალად დარჩეს, ემხრობა მშვიდობას - მისი მკვლელობის მცდელობა ფარდის ჩამოხსნაა, რომ ის უცხოური ძალა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც მას ეწინააღმდეგება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და დღევანდელი პრეზიდენტობის კანდიდატი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი აღმოჩნდა - ეს უკვე ფარდის ჩამოხსნაა, რომ ის უცხოური ძალა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც კი მას ეწინააღმდეგება და არენაზე უკვე მკვლელობების მცდელობებით გამოჩნდა, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან დონალდ ტრამპზე სროლის ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპი ემხრობა, რომ კაცი კაცად და ქალი ქალად უნდა დარჩეს, ასევე ემხრობა მშვიდობას და ახლა რეალურად, მშვიდობას და ოჯახურ ტრადიციებს ესროლეს.

“სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს მკვლელობის მცდელობის შემდეგ, ევროპის საზოგადოების უმრავლესობამ უარი უთხრა თანამედროვე ლიბერალური ფაშიზმის მიმდინარეობას და თან ძალიან სასტიკად დაამარცხა. როგორც ჩანს, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები ამაზე ძალიან გაღიზიანდნენ და უკვე რადიკალურ ქმედებებზე გადავიდნენ. სამწუხაროდ, მივიღეთ ის, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და დღევანდელი პრეზიდენტობის კანდიდატი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი აღმოჩნდა - ეს უკვე ფარდის ჩამოხსნაა, რომ ის უცხოური ძალა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ებრძვის ყველას და ყველაფერს, რაც კი მას ეწინააღმდეგება და არენაზე უკვე მკვლელობების მცდელობებით გამოჩნდა. კარგად ვიცით ტრამპის პოლიტიკა, რომელიც ემხრობა, რომ კაცი კაცად და ქალი ქალად უნდა დარჩეს, ემხრობა მშვიდობას და ამბობს, რომ ხელს შეუწყობს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას. რეალურად, ესროლეს მშვიდობას, ოჯახურ ტრადიციებს და ამას ვინ გააკეთებს? რა თქმა უნდა, ის გლობალური ომის პარტიები გააკეთებენ, რომელთაც სურთ, რომ უკრაინაში ომი არ დამთავრდეს, საქართველოში დაიწყოს ომი და ა.შ”, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

გარდა ამისა, მან ისაუბრა მეთიუ მილერის განცხადებაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სპეკულაციებისგან თავი შეეკავებინა.

მაჭარაშვილის თქმით, ამერიკელი ხალხი როგორმე თავად მილერის გარეშე გადაწყვეტს როგორი არჩევანი გააკეთოს.

“რაც შეეხება მილერის განცხადებას, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ, რომ როგორმე თავად ამერიკელი ხალხი, მილერის გარეშე გადაწყვეტს როგორი არჩევანი გააკეთოს. მე მახსოვს, რომ ეს ის ამერიკაა, რომლის დამფუძნებელი მამებიც ამბობდნენ, რომ ამერიკის ბედს ამერიკელი ხალხი წყვეტს და არა პოლიტიკოსები. შესაბამისად, ყველამ თავის პოლიტიკურ პროცესს მიხედოს. ჩვენ დაგვანებონ ჩვენი ქვეყანა და მივხედავთ მას. ჩვენ ქვეყანაში რომ უხეშად ერევიან, ვინ ეკითხება ამერიკის რომელიმე წარმომადგენელს, მაგალითად საქართველოში ხალხი რა ტრადიციულ მიმდინარეობას აირჩევს. ასე რომ, არჩევანი გაკეთებულია მშვიდობასა და ომს შორის”, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის