„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, Startup Grind Tbilisi-ის ღონისძიებაზე Grammarly-ის წარმომადგენელი გამოცდილებას გააზიარებს

საქართველოს ბანკისა“ და Startup Grind-ის ღონისძიებების სერია გრძელდება. ამჯერად, 18 ივლისს, თბილისში, სტარტაპერებთან და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებთან შეხვედრას მსოფლიოში ცნობილი კომპანიის, Grammarly-ის ინჟინერი და Gymnasia-ს დამფუძნებელი, იგორ კონონუჩენკო გამართავს.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, Grammarly ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელმაც ინგლისურენოვანი ტექსტის რედაქტირების ხელსაწყო შექმნა.

იგი პირველი „უნიკორნი“ სტარტაპია უკრაინიდან, შეხვედრა კი, Grammarly-ის მაგალითზე დაყრდნობით, ტექნოლოგიური კომპანიების გამოწვევებს შეეხება. შეხვედრაზე იგორ კონონუჩენკო საკუთარ გამოცდილებას გააზიარებს, თუ როგორ იქცა პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი Grammarly-ის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად და რა როლი შეასრულა მილიარდიანი კომპანიის განვითარებაში. იგი, ასევე დამსწრეებს გაუზიარებს პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ უნდა გადაჭრან კომპლექსური საინჟინრო საკითხები და გააუმჯობესონ ტექნოლოგიური გადაწყვეტები სტარტაპში.

„საქართველოს ბანკი“ აგრძელებს ტექნოლოგიური ინიციატივების განხორციელებას და მათ შორის სტარტაპ ეკოსისტემისთვის საინტერესო შეხვედრების მხარდაჭერას. ჩვენთვის, როგორც დიდი ტექნოლოგიური ორგანიზაციისთვის, მნიშვნელოვანია, მეწარმეებს შორის კომპეტენციის გაზიარებას შევუწყოთ ხელი. გამოცდილების გაზიარებითა და მისაბაძი მაგალითების ჩვენებით კი სტიმული მივცეთ, რათა შეძლონ ინოვაციების დანერგვა, უახლესი ტექნოლოგიების შექმნა და ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენება. ჩვენ ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს მომავალშიც არაერთ საინტერესო შეხვედრას შევთავაზებთ“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

ღონისძიებაზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს:https://www.startupgrind.com/e/m8p2kx/

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება