ბანანის ტვირთში, რომელიც გერმანიაში უნდა გაეგზავნათ, 6 ტონაზე მეტი კოკაინი აღმოაჩინეს

ეკვადორში სამართალდამცავების მიერ სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლებმა ბანანის ტვირთში დამალული 6.23 ტონა კოკაინი იპოვეს, - ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური პირების თქმით, ტვირთი გერმანიაში გასაგზავნად იყო გამიზნული და დანიშნულების ადგილამდე მისვლის შემთხვევაში მისი ღირებულება 224 მილიონი აშშ დოლარი იქნებოდა.

გენერალური პროკურატურის ცნობით, აღმოჩენის შემდეგ ხუთი ადამიანი დააკავეს.

კოკაინის ამანათები საექსპორტოდ განკუთვნილი ბანანის ყუთების ქვეშ იყო დამალული.

ეკვადორი მეზობელ პერუსა და კოლუმბიაში წარმოებული კოკაინის მთავარი სატრანზიტო ქვეყანა გახდა, რადგან ტრანსნაციონალური კრიმინალური დაჯგუფებები ეკვადორის პორტებს ნარკოტიკების ევროპასა და აშშ-ში გადასაზიდად იყენებენ.

შარშან, ეკვადორის უსაფრთხოების ძალებმა 200 ტონაზე მეტი ნარკოტიკი ამოიღეს, უმეტესი ნაწილი კოკაინი იყო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს