გალტ & თაგარტი კაპიტალის ბაზრების შესახებ ვებინარს გამართავს

„გალტ & თაგარტი,“ ქვეყნის უმსხვილესი საინვესტიციო - კვლევითი ბანკი, 18 ივლისს 19:00 საათზე კაპიტალის ბაზრის სიახლეებით დაინტერესებული პირებისთვის ონლაინ ვებინარს გამართავს. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ვებინარზე სპიკერები 2024 წლის პირველი ნახევრის მიმოხილვას, მიმდინარე წლის მოლოდინებსა და „გალტ & თაგარტის“ კაპიტალის ბაზრების კვლევებს წარმოადგენენ.

ვებინარის სპიკერები არიან ნიკოლოზ მაზანაშვილი, „გალტ & თაგარტის“ გაყიდვების ჯგუფის უფროსი და გიორგი ცქიტიშვილი, „გალტ & თაგარტის კაპიტალის“ ბაზრების ასოცირებული მკვლევარი.

ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, კაპიტალის ბაზრის ტენდენციების შესახებ შეკითხვები დასვან, ამასთან, გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს გაეცნონ.

„მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს, ინვესტიციებით დაინტერესებულ ადამიანებს, ანალიტიკოსებს, ფინანსისტებს თუ სხვა პირებს საფონდო ბირჟისა და საინვესტიციო მიმართულებით 2024 წლის პირველი ნახევრის სიღრმისეული მიმოხილვა გავაცნოთ, გავუზიაროთ მათ სასარგებლო მიგნებები, პროგნოზები და კაპიტალის ბაზრის დინამიკურ გარემოში მათთვის გზამკვლევის როლი შევასრულოთ. „გალტ & თაგარტი“ უკვე 20-წელზე მეტია, მომხმარებლებს საინვესტიციო კვლევების, ფინანსური კონსულტაციებისა და აქტივების მართვის კუთხით დახმარებას უწევს და მუდმივად განახლებულ ინფორმაციას აწვდის. ჩვენ მომავალშიც არაერთ ინიციატივას შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს“, - ამბობენ „გალტ & თაგარტში“.

ვებინარზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: Galt & Taggart-ის ვებგვერდს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს