კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე იწვევს

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე იწვევს, - ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტს შესაძლებლობა, მიიღოს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სფეროს ფართო ცოდნა და მოამზადოს ენერგეტიკის სექტორში დასაქმებისთვის.

„კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ეპატიჟება ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე.

შეხვედრა გაიმართება 23 ივლისს, 15:00 საათზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ის საკონფერენციო დარბაზში, სადაც ორგანიზატორები მსმენელს გააცნობენ პროგრამის შინაარსს, დასაქმების შესაძლებლობებს და იმ უპირატესობებს, რომელთაც პროგრამა სთავაზობს სტუდენტებს.

საბაკალავრო პროგრამა შექმნილია საერთაშორისო აკადემიური სტანდარტების მოთხოვნების მიხედვით და მასში გათვალისწინებულია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო შრომით ბაზარზე არსებული მოთხოვნები.

პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტს შესაძლებლობა, მიიღოს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სფეროს ფართო ცოდნა და მოამზადოს ენერგეტიკის სექტორში დასაქმებისთვის.

პრეზენტაციაზე აბიტურიენტები მიიღებენ ინფორმაციას სასტიპენდიო პროგრამებისა და გრანტების შესახებ, რომელსაც მათ ორგანიზატორები დამატებით სთავაზობენ.

პროგრამის განხორციელებაში საუნივერსიტეტო შიდა რესურსის გარდა, მონაწილეობენ უნივერსიტეტის პარტნიორი სასწავლო დაწესებულებები, საჯარო ორგანიზაციები და კერძო კომპანიები, მათ შორის პროგრამის ინიციატორი და ავტორი, ენერგეტიკის დარგში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია „პარვუს ჯგუფი “, რომელიც ჩართული იქნება სტაჟირების და დასაქმების პროგრამებში“,- აღნიშნულია განცხადებაში.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება