თამარ ჩუგოშვილი - მმართველ პარტიას რაიმე ტიპის განახლება ძალიან გაუჭირდება, მას მერე, რასაც სჩადიან - ჩვენ წყალში გვეყრება ათწლეულების შრომა და ვკარგავთ საუკუნის შესაძლებლობებს „ქართული ოცნების“ გამო

„ქართულ ოცნებას“ რაიმე ტიპის განახლება ძალიან გაუჭირდება, ყოველ შემთხვევაში, დამაჯერებელი განახლება, ისეთი, რომ საზოგადოების ნდობის მოპოვება შეძლოს მას მერე, რასაც სჩადიან, - ეს განცხადება პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით გააკეთა.

როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გამო, საქართველო საუკუნის შესაძლებლობას კარგავს და ამ დროს ხელისუფლების გვერდით დგომა ამ საქმეში ხელშეწყობის ტოლფასია.

„ზოგადად მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ რაიმე ტიპის განახლება ძალიან გაუჭირდება, ყოველ შემთხვევაში, დამაჯერებელი განახლება, ისეთი, რომ საზოგადოების ნდობის მოპოვება შეძლოს მას მერე, რასაც სჩადიან, ძალიან რთული ამოცანაა. მე არ მჯერა, რომ რომელიმე ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, იმ პროცესებში მიეხმარება „ქართულ ოცნებას“ და იმ საქმეში, რასაც ისინი აკეთებენ. ვინც არ უნდა წარადგინონ, უბრალოდ ძალიან დამეკარგება ნებისმიერ ადამიანზე შთაბეჭდილება, ვინც ახლა მათ გვერდით დადგება.

ზოგადად, ტაქტიკურად ასე იყო - არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, როდესაც კამპანია იწყებოდა (ოფიციალურად კამპანიის დაწყება კანონით არის გაწერილი), „ქართული ოცნება“ ამ დროს წარადგენდა ხოლმე ე.წ. ახალ სახეებს, ანუ საზოგადოებას აჩვენებდა ხოლმე, რა განახლების რესურსი ჰქონდა და საკუთარი რიგების შევსებას როგორ აპირებდა.

ჩვენ წყალში გვეყრება ათწლეულების შრომა და ვკარგავთ საუკუნის შესაძლებლობებს „ქართული ოცნების“ გამო და ახლა მათ გვერდით დგომა ნიშნავს საქმეში დახმარებას, საქართველოს დასავლეთისგან იზოლირებას და რუსეთის ამარა დატოვებას“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება