CNN - საიდუმლო სამსახურს დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით ირანის გეგმის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, რის გამოც უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

აშშ-ის ხელისუფლებამ მოიპოვა საიდუმლო ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით ირანის გეგმის შესახებ, რამაც განაპირობა ის, რომ საიდუმლო სამსახურმა ყოფილი პრეზიდენტის გარშემო უსაფრთხოების ზომები გააძლიერა, - ინფორმაციას CNN-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ტელეკომპანიის წყაროების განცხადებით, არ არსებობს რაიმე მითითება, რომ თომას მეთიუ კრუკსი, რომელმაც შაბათს ყოფილი პრეზიდენტის მოკვლა სცადა, აღნიშნულ საიდუმლო გეგმასთან დაკავშირებული იყო.

გაეროში ირანის მისიამ ბრალდებები უარყო და უსაფუძვლო და მავნე ბრალდებებად შეაფასა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერის, ედრიენ უოტსონის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება და ამ დროისთვის თომას მეთიუ კრუკსსა და ვინმე სხვა პირს შორის კავშირი დადგენილი არ არის. რაც შეეხება ირანის მხრიდან საფრთხეს, მისი განმარტებით, წლების განმავლობაში ადევნებენ თვალყურს ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ ირანის მხრიდან მუქარებს.

„ეს მუქარები მომდინარეობს ირანის სურვილიდან, შური იძიოს ყასიმ სულეიმანის მკვლელობისთვის. მიგვაჩნია, რომ ეს არის ეროვნული და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უმაღლესი პრიორიტეტული საკითხი“, - განმარტა ედრიენ უოტსონმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება