ალექსანდრე კრევო-ასათიანი - ტრამპმა ჯეი დივანსი დაასახელა ვიცე პრეზიდენტად, რომელიც ყოველთვის წარმოადგენდა ანტიტრამპისტულ ფლანგს, მათ ერთიანობა გადაწყვიტეს, რაც საქართველოსთვის მკაფიო „მესიჯი“ უნდა იყოს

დონალდ ტრამპმა ჯეი დივანსი დაასახელა ვიცე პრეზიდენტად, რომელიც ყოველთვის წარმოადგენდა ანტიტრამპისტულ ფლანგს რესპუბლიკურ პარტიაში, მაგრამ მათ გადაწყვიტეს ერთიანობა. საქართველოსთვის კი ეს უნდა იყოს მკაფიო „მესიჯი“, რადგან ყველა ძალა, რომელიც იბრძვის დღეს დემოკრატიის გადასარჩენად, უნდა გაერთიანდეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კონგრესზე ერთიანობა მთავარი „მესიჯი“ იყო.

„ვიმყოფებით რესპუბლიკელების კონგრესზე, სადაც ოფიციალურად უნდა აირჩიონ დონალდ ტრამპი, როგორც რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი. ძალიან საინტერესოა ჯეი დივანსის ვიცე პრეზიდენტად დანიშვნის საკითხი, რადგან ის ყოველთვის წარმოადგენდა ანტიტრამპისტულ ფლანგს რესპუბლიკურ პარტიაში, მაგრამ მათ გადაწყვიტეს ერთიანობა მეორე მხარის დასამარცხებლად. ჩვენთვის კი, საქართველოსთვის ეს უნდა იყოს მკაფიო მესიჯი, რადგან ყველა ძალა, რომელიც იბრძვის დღეს დემოკრატიის გადასარჩენად, უნდა გაერთიანდეს, მიუხედავად წარსულში დაპირისპირებისა. ერთიანობა იყო მთავარი „მესიჯი“ დღევანდელ კონგრესზე და მომდევნო სამი დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი შეხვედრები გვექნება“, - განაცხადა ალექსანდრე კრევო ასათიანმა.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ქავთარაძე და საგარეო მდივნის მოადგილე ალექსანდრე, კრევო-ასათიანი აშშ-ში, მილუოკში რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე იმყოფებიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება