„ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ქავთარაძე და საგარეო მდივნის მოადგილე, ალექსანდრე კრევო-ასათიანი აშშ-ში, მილუოკში რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე იმყოფებიან

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ქავთარაძე და საგარეო მდივნის მოადგილე, ალექსანდრე კრევო-ასათიანი აშშ-ში, მილუოკში რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე იმყოფებიან.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ქავთარაძის განცხადებით, ისინი კონგრესმენებს შეხვდნენ და საქართველოში არსებული პოლიტიკური საკითხები და გამოწვევები გააცნეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლობითი დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მილუოკში იმყოფება, სადაც რესპუბლიკური პარტიის კონგრესი იმართება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზიტის დროს, რაც შეიძლება მეტი შეხვედრა გავმართოთ. გუშინ კონგრესმენებს უკვე შევხვდით, სხვადასხვა ლიდერებთან, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და პოლიტიკოსებთან, რომლებიც თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ადევნებენ. მათ ჩვენგან მოისმინეს, თუ რა ხდება საქართველოში, რამდენად მნიშვნელოვანია მოახლოებული არჩევნები ქვეყნისათვის და ცალსახად უნდა ითქვას, რომ იმის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ დღეს აქ იყოს წარმოდგენილი და ლობირებდეს საქართველოს, ამას ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ვაკეთებთ და ვცდილობთ ორმხრივი ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან განვამტკიცოთ“,- განაცხადა ირაკლი ქავთარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება