მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - გლდანის ტბაზე სამუშაოები აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო ტბის შევსების პროცესი სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პაატა ტოგონიძის განცხადებით, გლდანის დიდ (თეთრ) ტბაზე სამუშაოები აგვისტოს თვის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო ტბის შევსების პროცესი სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება.

მისივე თქმით, ტბის შევსებას რამდენიმე თვე დასჭირდება.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს გლდანის დიდი (თეთრი) ტბის შევსების სამუშაოები დაევალა. პირველ ეტაპზე კვლევა ჩატარდა. კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ტბის შევსება ბუნებრივი გზით ვერ მოხერხდებოდა. ამიტომ ტბის შევსება ბოდორნა-ღრმაღელის წყალგამტარი გვირაბის საშუალებით მოხდება, რომელიც არის “ჯივიპის” ბალანსზე. შემუშავდა პროექტი, ასევე, პროექტი შეთანხმდა კომპანია “ჯივიპისთან” და ამ ეტაპზე, შეთანხმებული პროექტის საფუძველზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა პრაქტიკული სამუშაოები დაიწყო. სამუშაოები გაგრძელდება აგვისტოს თვის ბოლომდე, შემდეგ ტბის შევსება დაიწყება. ტბის შევსებაც არის ხანგრძლივი პროცესი, ეს რამდენიმე თვე გაგრძელდება”, - განაცხადა პაატა ტოგონიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს