არჩილ გორდულაძე - ვნახეთ, სლოვაკეთის პრემიერ ფიცოზე თავდასხმა, ვნახეთ ტრამპზე თავდასხმა - შეუძლებელია ადამიანმა ვერ გამოიტანოს დასკვნა, რა ძალებს აქვთ მსოფლიოში გავლენა და რა ძალების წინააღმდეგ უწევს “ქართულ ოცნებას" მყარად დგომა, რათა ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია ღირსეულად შეძლოს

ჩვენ ვნახეთ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ფიცოზე თავდასხმა, ვნახეთ, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპზე თავდასხმა - შეუძლებელია ადამიანმა ვერ გამოიტანოს დასკვნა, რა ძალებს აქვთ მსოფლიოში გავლენა და რა ძალების წინააღმდეგ უწევს "ქართულ ოცნებას" მყარად დგომა, რათა ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია ღირსეულად შეძლოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, "ქართული ოცნება" ერთადერთი გუნდია, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რადგან ის არის ერთადერთი გუნდი, რომელიც ზრუნავს ქვეყნის მომავალზე, უსაფრთხოებაზე და როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ გადარჩენაზე.

"მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს!

ამიტომაც საზოგადოების წინაშე წარვდექით მოწოდებით, რომ მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და მხოლოდ კეთილდღეობით არის შესაძლებელი, რომ ევროპისკენ ვიაროთ.

ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მხარდაჭერა ჩვენ გამოგვიცხადოს, რადგან ხელისუფლება ისეთ ბრძოლაშია ჩართული, როცა ბევრი აქტორი ჩვენი ქვეყნის მიმართ კეთილგანწყობილი არ არის. ამ ბრძოლაში ძლიერი ხელისუფალი რომ ვიყოთ, აუცილებელია, მის გვერდით იდგეს საზოგადოება, როგორც ახლა დგას. რაც უფრო მეტი ადამიანი დაგვიჭერს მხარს, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის", - განაცხადა გორდულაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება