ეროვნული ბანკის ყვარლის ფულის მუზეუმმა ემიგრანტებს უმასპინძლა

საქართველოს ეროვნული ბანკის ყვარლის ფულის მუზეუმმა, ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციის წარმომადგენლებსა და მასთან არსებულ ქართულ-ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ივერიელებს“ უმასპინძლა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სებ-ის ფინანსური განათლების პლატფორმა „ფინედუს“ წარმომადგენლებმა, საბერძნეთში მცხოვრები 30-მდე ქართველი ემიგრანტი მოსწავლისთვის საგანმანათლებლო შეხვედრა გამართეს. ახალგაზრდები ეროვნული ბანკის ფუნქციებს, ფინანსური განათლების ძირითად ინსტრუმენტებს და საგანმანათლებლო პროექტებს გაეცნენ.

„შეხვედრის დასკვნით ნაწილში ფულის მუზეუმის კურატორმა, როლანდ სპანდერაშვილმა სტუმრებს სპეციალური ტური ჩაუტარა, გააცნო ქართული ფულის ისტორია და უნიკალური ექსპონატები დაათვალიერებინა.

ემიგრანტების ვიზიტი ფულის მუზეუმში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნული სტრატეგია 2023 წელს განახლდა და საქართველოს რეალობის გათვალისწინებით, მის ერთ-ერთ მთავარ სამიზნე სეგმენტად ემიგრანტები განსაზღვრა. ამ მიზნით ეროვნულმა ბანკმა ბოლო პერიოდში რამდენიმე საგანმანათლებლო აქტივობა განახორციელა. მიზანი კი ფინანსური განათლების ამაღლებასთან ერთად ემიგრანტების მხარდაჭერა, საქართველოში ინტეგრაცია და გაძლიერება იყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება