დონალდ ტრამპი - სანქციები არ მიყვარს - რასაც ჩვენ სანქციებით ვაკეთებთ, არის ის, რომ ყველას ვაიძულებთ მიგვატოვონ

სანქციები არ მიყვარს, ირანთან მიმართებაში ისინი სასარგებლო იყო, მაგრამ ირანთან სანქციები არც მჭირდებოდა, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

შეკითხვას, უფიქრია თუ არა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებაზე, როგორც უკრაინაში ომის დასრულების „შეთანხმების“ ნაწილის, დონალდ ტრამპმა დადებითი პასუხი გასცა.

„დიახ. რასაც ჩვენ სანქციებით ვაკეთებთ არის ის, რომ ყველას ვაიძულებთ მიგვატოვონ. ამიტომ, მე სანქციები არ მიყვარს. ირანთან მიმართებაში ისინი სასარგებლო იყო, მაგრამ ირანთან სანქციები არც მჭირდებოდა. მე ვუთხარი ჩინეთს, რომ რუსეთიც მსგავს მდგომარეობაშია. ხალხმა გააცნობიერა, რომ 30 წლის განმავლობაში, ყველა პრეზიდენტის დროს, ჩინეთი ამ ქვეყანას ძარცვავდა და ერთადერთი მე ვარ, ვინც ჩინეთიდან უზარმაზარი თანხა, ასეულობით მილიარდი დოლარი აიღო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება