ჩოხატაურის ნაგავსაყრელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბერში დასრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ჩოხატაურის არსებული ნაგავსაყრელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აგრძელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, ნარჩენები საიზოლაციო ფენით იფარება, შიდა გზები და მიწაყრილები (მიწის კავალიერები) ეწყობა.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულება. პროექტის ბიუჯეტი 176 000 ლარია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” დირექტორი გიორგი შუხოშვილი სამტრედიისა და ჩოხატაურის მოქმედი ნაგავსაყრელების სარეაბილიტაციო და ოპერირების სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

ნარჩენების სწორი მართვის მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიის დაქვემდებარებაში არსებულ ობიექტებს სისტემატურად უტარდება, რაც უზრუნველყოფს საყოფაცხოვრებო ნარჩენების უსაფრთხო განთავსებასა და მართვას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს