„ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივნის მოადგილე ალექსანდრე კრევო-ასათიანი კონგრესმენ რობერტ ადერჰოლტს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივნის მოადგილე ალექსანდრე კრევო-ასათიანი რესპუბლიკური პარტიის კონგრესის ფარგლებში კონგრესმენ რობერტ ადერჰოლტს შეხვდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მათი ცნობით, რესპუბლიკურ ეროვნულ ყრილობაზე აქტიურ მონაწილეობას იღებს პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქავთარაძე და საგარეო მდივნის მოადგილე ალექსანდრე კრევო-ასათიანი. ისინი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ რესპუბლიკელთა ეროვნულ ყრილობაზე, რომელიც 14-18 ივლისს მილუოკიში, ვისკონსინის შტატში იმართება.

„ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობას საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის, კონსერვატიული პარტიების გლობალური ალიანსის საერთაშორისო დამკვირვებელთა დელეგაციის შემადგენლობაში ესწრება.

ვიზიტის ფარგლებში, პარტიის წევრები მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ და მაღალი რანგის პოლიტიკოსებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და მოახლოებულ არჩევნებზე ესაუბრებიან; კონგრესმენი ადერჰოლტი ჰელსინკის კომისიის თვალსაჩინო წევრი და ჯგუფის წევრია, რომელიც გამოყოფს თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტს. ის კონგრესშია 1997 წლიდან და საქართველოს ორჯერ ეწვია. ჯერ კიდევ 2023 წელს მან პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერდა ქართული დემოკრატიას რუსული გავლენის წინააღმდეგ.

კრევო-ასათიანმა საქართველოში არსებული ვითარება განმარტა, განსაკუთრებით ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმდინარე თავდასხმები. მან კონგრესმენი საქართველოში არჩევნებზე დასაკვირვებლად მოიწვია. კრევო-ასათიანმა კონგრესმენს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გზავნილი გადასცა, რომელიც მას სთხოვდა, რომ საქართველოს თავისუფლების საკითხი აშშ-ს დღის წესრიგში ყოფილიყო“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება