„ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქავთარაძე ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ლიზ ტრასს შეხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია რესპუბლიკურ ეროვნულ ყრილობაზე აქტიურ მონაწილეობას იღებს - რესპუბლიკელთა ეროვნულ ყრილობაზე, რომელიც 14-18 ივლისს მილუოკიში, ვისკონსინის შტატში იმართება, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქავთარაძე და საგარეო მდივნის მოადგილე ალექსანდრე კრევო-ასათიანი წარმოადგენენ.

ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობას ესწრება საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის, კონსერვატიული პარტიების გლობალური ალიანსის საერთაშორისო დამკვირვებელთა დელეგაციის შემადგენლობაში.

„ვიზიტის ფარგლებში, პარტიის წევრები მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ და მაღალი რანგის პოლიტიკოსებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და მოახლოებულ არჩევნებზე ესაუბრებიან;

ირაკლი ქავთარაძემ ლიზ ტრასს გააცნო საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ბრიტანეთის კონსერვატიულ პარტიას შორის ხანგრძლივი პარტნიორობის შესახებ ინფორმაცია.

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ -მინისტრმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ გზაზე და საქართველოს მთავრობის მიერ ბრიტანული გრანტების უკანონოდ გამოყენებაზე მათი „სტრატკომის“ დეპარტამენტების მეშვეობით ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელების მიზნით.

მხარეებმა ფართოდ განიხილეს კონსერვატიული მოძრაობების მომავალი მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში. „ნაციონალური მოძრაობა“ ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ოფიციალური გლობალური პარტნიორია”, - ნათქვამია პარტიის ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო