რუსეთის ტყვეობიდან 95 უკრაინელი გაათავისუფლეს

რუსეთის ტყვეობიდან 95 უკრაინელი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენიანების სახლში დაბრუნებას ვაგრძელებთ. რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 95 დამცველი გათავისუფლდა, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები და მესაზღვრეები არიან“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა გაცვლის პროცესში ჩართულ გუნდს და შუამავლობისთვის არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მადლობა გადაუხადა.

„როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ჩვენ ყველას ვეძებთ, ვინც შეიძლება ტყვეობაში იყოს. ყველა უნდა დავაბრუნოთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს