გიგი წერეთელი - მოვისმინეთ კვლავ ომის შიშით მანიპულაცია, მოსახლეობის დაშინება, ოპოზიციასა და გამოგონილ გლობალური ომის პარტიაზე განცხადებები, რაც ანტიდასავლური კამპანიის ყველაზე მწვავე გამოვლინებაა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან კვლავ ომის შიშით მანიპულაცია, მოსახლეობის დაშინება, ოპოზიციასა და გამოგონილ გლობალური ომის პარტიაზე განცხადებები მოვისმინეთ, რაც „ანტიდასავლური კამპანიის ყველაზე მწვავე გამოვლინებაა“.

ამის შესახებ წერეთლის განცხადებას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

„ამავე დროს ურთიერთგამომრიცხავად გვიმტკიცებენ, რომ ასეთი ნაბიჯებით კვლავ მივდივართ დასავლეთისკენ. ვიხილეთ ოპონენტებისკენ გაშვერილი ხელი და მათ მიმართ გაცხადებული მუქარა, რომ როდესაც „ქართული ოცნება“, მათივე წარმოდგენით, არჩევნებში გაიმარჯვებს, მათი ყველა ოპონენტი დაისჯება. ეს არის სწორედ ავტორიტარული რეჟიმის მსგავსი განცხადებები, რასაც ვფიქრობ, რომ ოქტომბერში ჩვენი გონიერი ამომრჩევლის გადაწყვეტილება მოჰყვება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება