ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისმა კომიტეტმა მორიგი სხდომა გამართა

დღეს ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისი კომიტეტის მორიგ სხდომაზე ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრისას საუბარი რეზოლუციისა და გაჯანსაღების ჩარჩოს მიმართულებით არსებული მიმდინარე და სამომავლო აქტუალურ საკითხებზე მიმდინარეობდა.

„ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს დღეს ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისი კომიტეტის მორიგ სხდომაზე.

კომიტეტი ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის საფუძველზე 2020 წელს შეიქმნა და მის შემადგენლობაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი (კომიტეტის თავმჯდომარე), ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსები შედიან.

კომიტეტის ძირითადი ამოცანაა ფინანსური სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, უწყებებს შორის კოორდინაცია. შეხვედრისას განიხილეს რეზოლუციისა და გაჯანსაღების ჩარჩოს მიმართულებით არსებული მიმდინარე და სამომავლო აქტუალური საკითხები.

კომიტეტის წევრებმა ისაუბრეს რეზოლუციის ჩარჩოს განვითარებისა და ევროპულ პრაქტიკასთან დაახლოების გზებზე და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. საუბარი ასევე შეეხო უწყებათაშორის საერთო შემუშავებულ და შესამუშავებელ პროცედურულ საკითხებს. ამასთან, წევრებმა მიმოიხილეს სარეზოლუციო ფონდთან დაკავშირებული, უკვე ძალაში შესული, საკანონმდებლო ცვლილებები და გამომდინარე საერთო უწყებათაშორისი სამართლებრივი აქტებით მოსაწესრიგებელი, მათ შორის ადმინისტრირების, საკითხები. დამატებით, საუბარი შეეხო, თბილისში, 4 ივლისს გამართულ საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსა და დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის (IADI) კონფერენციაზე განხილულ რეზოლუციასა და დეპოზიტების დაზღვევის სისტემასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.

დასასრულს კომიტეტის წევრებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების შესრულების სტატუსი განიხილეს და სამომავლო ნაბიჯებზეც იმსჯელეს“ , - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს