ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში, სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში, სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მინისტრმა უწყების პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილა და ხელმძღვანელი პირებისგან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

„შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში, სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები - გიორგი ბუთხუზი და ალექსანდრე დარახველიძე.

შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა უწყების პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილა. ვახტანგ გომელაურმა სამუშაო თათბირზე რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისგან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე საუბარი რეგიონში დანაშაულის სტატისტიკას და გახსნის მაჩვენებელს შეეხო.

ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს პოლიციელებისთვის როგორც სოციალური, ისე სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.

რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ გომელაურმა მოადგილეებთან ერთად შეხვედრა გამართა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო - ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელ პირებთან და ამავე სამმართველოს თანამშრომლებთან.

ხელმძღვანელმა პირებმა შინაგან საქმეთა მინისტრს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა პატრულ-ინსპექტორებს ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით რეგიონში ტურისტებისა და ადგილობრივი დამსვენებლებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი დავალებები მისცა.

ვახტანგ გომელაურმა სამართალდამცველებს დანაშაულის პრევენციისთვის, ასევე, რეგიონში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა“,-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის