გივი მიქანაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიქანაძემ ჯერ მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა, შემდეგ კი ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა.

გივი მიქანაძემ ახალგაზრდებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და სიახლეებზე ესაუბრა.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებს.

კომიტეტის თავმჯდომარემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი, დავით გურგენიძე და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სტუდენტებთან შეხვედრა მიშელ მუსხელის, ნოდარ ტაბიძისა და ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტუდენტური კლუბების ინიციატივით განხორციელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება