მაკა ბოჭორიშვილმა და ლევან ქარუმიძემ ახალარჩეულ ევროპარლამენტში შეხვედრები გამართეს

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე სტრასბურგში, ევროპარლამენტის ახალარჩეულ წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან ევროპარლამენტის წევრებთან, სადაც განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, საქართველოში მიმდინარე პროცესები, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და თანამშრომლობის პერსპექტივები.

პირველი პლენარული სხდომის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტად რობერტა მეცოლა და 14 ვიცე-პრეზიდენტი იქნა არჩეული. აღსანიშნავია, რომ სიტყვით გამოსვლისას, რობერტა მეცოლამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასთან მიმართებაში ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე ისაუბრა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება