ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ შევძლებთ დავძლიოთ ზიზღი პოლიტიკაში და მოვიტანოთ სრულიად ახალი სტანდარტი - ვიწყებთ ბრძოლას ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის, ნამდვილი ცვლილებებისთვის

ჩვენ შევძლებთ დავძლიოთ ზიზღი პოლიტიკაში და მოვიტანოთ სრულიად ახალი სტანდარტი - ვიწყებთ ბრძოლას ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის, ნამდვილი ცვლილებებისთვის, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა ღონისძიებაზე, სადაც „ლელოს“, „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანების შესახებ განაცხადეს.

ჯაფარიძის თქმით, ამ ერთობას შეუძლია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეასრულოს დაპირებები, რომელიც აქვს, მათ შორის - 200 000 სამუშაო ადგილი, 1000 ლარი პენსია.

„ჩემთვის ძალიან ბედნიერი დღეა, რამდენადაც ჩვენ ვხედავთ, რომ ყველამ გვერდზე გადავდეთ პირადი განსხვავება და ვთქვით, რომ ახლა, დროა, გავაერთიანოთ ძალისხმევა იმისთვის, რომ დადგეს ნამდვილი ცვლილებები ქვეყანაში - ნამდვილი ცვლილებები და არა ფარისევლური. ცვლილებები, რომელსაც შეუძლია მოიტანოს კეთილდღეობა ჩვენი ხალხისთვის, რომელსაც შეუძლია, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოგვცეს საშუალება, დავძლიოთ სიღარიბე.

ამ ერთობას მართლაც შეუძლია ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაპირებები შეასრულოს, რომელიც გვაქვს - ჩვენი მოქალაქეებისთვის 200 000 სამუშაო ადგილი, 1000 ლარი პენსია, ანაზღაურებადი სტაჟირება, რაც შეგვიძლია ახალგაზრდებისთვის გავაკეთოთ. ჩვენ გავაკეთებთ ერთად თქვენი მხარდაჭერით. რაც მთავარია, დავძლიოთ ერთხელ და სამუდამოდ ის, რაც ჩვენ ქვეყანას ჰქონდა დიდ პრობლემად. ჩვენ შევძლებთ დავძლიოთ ზიზღი პოლიტიკაში და მოვიტანოთ სრულიად ახალი სტანდარტი, როდესაც ვაერთიანებთ პროფესიონალიზმს, ქვეყნის სიყვარულს, ვაერთიანებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროპულ ოჯახში, სადაც იქნება დაცული ჩვენი რწმენა, ტრადიციები, განუმეორებლობა და ამას მივაღწევთ ჩვენს ევროპელ და დასავლელ მეგობრებთან ერთად. ასე რომ, ახლა გაერთიანებული ძალებით ვიწყებთ ბრძოლას ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის, ნამდვილი ცვლილებებისთვის“, - აღნიშნა ჯაფარიძე.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო