გიორგი უშიკიშვილი "ლელოს", "ანა დოლიძე-ხალხისთვის" და "თავისუფლების მოედნის" გაერთიანებას შეუერთდა

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი "ლელოს", "ანა დოლიძე-ხალხისთვის" და "თავისუფლების მოედანის" პოლიტიკურ გაერთიანებას შეუერთდა.

უშიკიშვილი „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.

„მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მეგობარი შემოგვიერთდა ამ ბრძოლაში“, - დასძინა ხაზარაძემ.

გიორგი უშიკიშვილის თქმით, ერთიანობისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს და ის დგება ამ გაერთიანების გვერდით, რადგან ქვეყნის მომავალი იყოს უკეთესი ევროპულ ოჯახში.

„უღრმესი მადლობა პირველ რიგში ნდობისთვის, ყველაზე მთავარი დღეს არის ერთიანობა, სწორედ რომ ამ ერთიანობისთვის ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. დღეს, ვფიქრობ, ყველამ უნდა გადადოს თავისი ამბიციები და პირველ რიგში, ჩვენი ამბიცია უნდა უკავშირდებოდეს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და სწორედ ამიტომ, მინდა ვთქვა, რომ ვდგები თქვენს გვერდით, რათა ჩემი, ჩემი შვილების და თქვენი შვილების მომავალი იყოს უკეთესი ჩვენს ევროპულ ოჯახში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს