მამუკა მდინარაძე -  ანა დოლიძე, რომელიც მთელი ცხოვრება თაღლითებს, მევახშეებს ვითომ ებრძოდა და ძალიან მემარცხენე, სოციალური მიმართულება ჰქონდა თავის ნიშად, გაუერთიანდა ხაზარაძე მამუკას

ანა დოლიძე, რომელსაც მე ძალიან კარგად, ძალიან ახლოს ვიცნობ წარსულიდან და ვცდილობ, რომ ავარიდო მასზე ლაპარაკს თავი, მაგრამ ახლა არ გამომივა ეს ამბავი, რომელიც მთელი ცხოვრება თაღლითებს, მევახშეებს ვითომ ებრძოდა და ძალიან მემარცხენე მიმართულება, სოციალური მიმართულება ჰქონდა თავის ნიშად აღებული, გაუერთიანდა ხაზარაძე მამუკას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, თუ ანა დოლიძეს და მამუკა ხაზარაძეს გიორგი გახარიაც შეუერთდა, მათ პრინციპულები უნდა დაერქვათ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთი სახის გაერთიანება მხოლოდ აგენტურას შეუძლია.

"გახარიაც თუ შეუერთდა, მათ უნდა დავარქვათ პრინციპულები. საოცრებაა, წარმოუდგენელია, აგენტურის გარდა, ამას ვერავინ გააკეთებს. როგორ უნდა დამაძალოს, რა უნდა მითხრას, რა უნდა მაიძულოს, რა უნდა გადამიხადოს ადამიანმა, რომ წავიდე და დავჯდე "ნაცებში", მათ სიაში შევიდე, მათ შევუერთდე", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ, "იმედის" ეთერში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს