ჩინეთში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს 16 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 14-სართულიან შენობას ცეცხლი სიჩუანის პროვინციის ქალაქ ზიგონგში გაუჩნდა.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების 300-მდე თანამშრომელი და ათობით სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული და მათ 30-მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

წინასწარი გამოძიების თანახმად, ხანძარი სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია.

CNN იუწყება, რომ ჩინეთში, სადაც უსაფრთხოების სტანდარტები ხშირად არასათანადოდაა დაცული, მსგავსი შემთხვევები იშვიათად არ ხდება. იანვარში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, შენობაში გაჩენილმა ხანძარმა 39 ადამიანი იმსხვერპლა რამდენიმე დღით ადრე კი ჰენანის პროვინციაში, სკოლა-ინტერნატი გაჩენილი ხანძრის შედეგად 13 ბავშვი დაიღუპა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება