გიორგი გაბიტაშვილი - მნიშვნელოვანია პროკურორის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის ზრდის ხელშეწყობა, მისი დაცულობის გაძლიერება და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება

პროკურატურის კონსტიტუციური სტატუსი, სისტემური მოწყობა და ანგარიშვალდებულების არსებული სისტემა, ვფიქრობ, უზრუნველყოფს პროკურატურის ინსტიტუციურ სიძლიერეს. ამასთან, მნიშვნელოვანია პროკურორის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის ზრდის ხელშეწყობა, მისი დაცულობის გაძლიერება და საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, პროკურატურის ინსტიტუციური სიძლიერე და ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობა უკეთესი საპროკურორო საქმიანობის გარანტიაა.

„ინდივიდუალური პროკურორის დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიების პარალელურად, მნიშვნელოვანია პროკურორს ჰქონდეს კარიერული განვითარების გამჭვირვალე სისტემა, საკუთარი პოზიციის და სტატუსის დაცვის საკმარისი გარანტიები და ერთგვაროვანი პრაქტიკის უზრუნველმყოფი მითითებები”, - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში 11 ივლისს გამართული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება