გიორგი გაბიტაშვილი - თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საჭიროა ახლებური მიდგომები ჩამოყალიბდეს

თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საჭიროა ახლებური მიდგომები ჩამოყალიბდეს, რაც ამ კატეგორიის საქმეებზე სპეციალიზაციის სტანდარტის შემოღებას, თაღლითობის სახეების სწორად სამართავად სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებას და საგამოძიებო ორგანოებთან კოორდინირებულ საქმიანობას მოიცავს, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

გიორგი გაბიტაშვილმა თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტულ მიმართულებად გამოყო და აღნიშნა, რომ თაღლითობის ეფექტიანი გამოძიება და შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღება ამ კატეგორიის საქმეებზე მთავარი გამოწვევაა. რასაც, მისივე თქმით, ერთი მხრივ, ამ დანაშაულის მრავალფეროვნება, ხოლო მეორე მხრივ, რიგ შემთხვევებში, რეაგირების განმახორციელებელი სუბიექტების სპეციალური ცოდნის ნაკლებობა განაპირობებს.

„პრაქტიკამ ცალსახად აჩვენა, რომ სპეციალიზაციის დანერგვა დადებით გავლენას ახდენს ცალკეული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელსა და რეაგირების ხარისხზე. ვფიქრობ, საჭიროა ჩამოყალიბდეს ახლებური მიდგომები თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გაბიტაშვილს უსმენენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება