გიორგი გაბიტაშვილი - საერთაშორისო დონეზე პოზიტიური ვალდებულებების კარგი შესრულების პრაქტიკა იყო და იქნება პროკურატურის პრიორიტეტი

საერთაშორისო დონეზე პოზიტიური ვალდებულებების კარგი შესრულების პრაქტიკა იყო და იქნება პროკურატურის პრიორიტეტი, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, გიორგი გაბიტაშვილმა საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გაბიტაშვილის თქმით, საქართველოს პროკურატურა აქტიურად ცდილობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას და საუკეთესო თანამედროვე გამოცდილების გაზიარებას.

„მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ სამართლებრივი თანამშრომლობა ევროჯასტთან, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციასთან და ევროკავშირის პროკურატურასთან. ასევე, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს შედეგიანი თანამშრომლობა GRECO-სთან, გაეროს, ევროსაბჭოს და ევროკავშირის რელევანტურ სტრუქტურებთან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო და იუსტიციის დეპარტამენტებთან. სისტემური რეფორმების, გამოცდილების გაზიარებისა და სწრაფი მართლმსაჯულების აღსრულებისთვის, უნდა გაიზარდოს ექსტრადიციისა და სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების ორმხრივი ხელშეკრულების მქონე სახელმწიფოების რიცხვი”, - განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.

გენერალური პროკურორობის კანდიდატის თქმით, პროკურატურა ასევე აქტიურად მონაწილეობდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულებაში.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში გენერალური პროკურორობის კანდიდატს, გიორგი გაბიტაშვილს უსმენენ, შემდეგ კი, მის კანდიდატურას კენჭს პლენარულ სხდომაზე უყრიან. გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში 11 ივლისს გამართული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება