გიორგი გაბიტაშვილი - 11 წელია ვარ გენერალური პროკურორის მოადგილე, სრულად ვაცნობიერებ გენერალური პროკურორის სტატუსის მნიშვნელობას, თანამდებობის სირთულეს და დიდ პასუხისმგებლობას

11 წელია ვარ გენერალური პროკურორის მოადგილე, სრულად ვაცნობიერებ გენერალური პროკურორის სტატუსის მნიშვნელობას, თანამდებობის სირთულეს და დიდ პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი გაბიტაშვილმა კომიტეტის სხდომის დამსწრეებს პროკურატურის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე თავისი ხედვა გაუზიარა.

“11 წელია ვარ გენერალური პროკურორის მოადგილე. სრულად ვაცნობიერებ გენერალური პროკურორის სტატუსის მნიშვნელობას, თანამდებობის სირთულეს და დიდ პასუხისმგებლობას სახელმწიფოს, მოქალაქეების და პროკურატურის თანამშრომლების წინაშე. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის და იმის, რომ მომეცემა შესაძლებლობა, გენერალური პროკურორის პოზიციაზე ჩემი არჩევის შემთხვევაში პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად გავაგრძელო სისტემის სტაბილური და პროგრესული განვითარება”, - აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა სიტყვით გამოსვლის დასასრულს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატის ძირითადი მოხსენების შემდეგ, იურიდიული კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

გენერალური პროკურორის პოზიციაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოში 11 ივლისს გამართული კენჭისყრის შედეგად შეირჩა. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება