ჯეი დი ვანსმა დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატობა ოფიციალურად მიიღო

“რესპუბლიკელმა“ სენატორმა ოჰაიოდან, ჯეი დი ვანსმა დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატობა ოფიციალურად მიიღო.

„ოფიციალურად ვიღებ თქვენს მიერ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატად წარდგენას“, - განაცხადა ჯეი დი ვანსმა ვანსმა „რესპუბლიკელთა“ ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან ყოფილი პრეზიდენტის ოპონენტები გააკრიტიკა და ტრამპი ერთიანობისკენ მოწოდებისთვის შეაქო.

„მათ თქვეს, რომ ის ტირანი იყო. მათი თქმით, ის ნებისმიერ ფასად უნდა შეეჩერებინათ. მაგრამ როგორ უპასუხა? მან მოუწოდა ეროვნული ერთიანობისკენ მას შემდეგ რაც მკვლელმა კინაღამ მისი სიცოცხლე შეიწირა. შემდეგ კი პრეზიდენტი ტრამპი მილუოკიში გაფრინდა და სამუშაოს დაუბრუნდა. ის მკაცრია, მაგრამ ზრუნავს ადამიანებზე. მას შეუძლია ერთ წამს ქედმოუდრეკლად დადგეს მკვლელის წინააღმდეგ და მეორე წამს მოითხოვოს ეროვნული გაჯანსაღება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ოჰაიოელი სენატორი, 39 წლის ჯეი დი ვანსი დაასახელა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება