თინა ბოკუჩავა - აშშ-საქართველოს ურთიერთობები არა მხოლოდ წინანდელ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს, არამედ კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს - დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც მოხდება

აშშ-საქართველოს ურთიერთობები არა მხოლოდ წინანდელ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს, არამედ კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც მოხდება, როდესაც 26 ოქტომბრის არჩევნებში ივანიშვილის ხელისუფლება პროამერიკული, პროდასავლური კოალიციური დემოკრატიული ხელისუფლებით ჩანაცვლდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია აშშ-ში ვიზიტს აგრძელებს. „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული ყრილობის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის დელეგაციის წევრებთან ერთად, კონგრესმენებთან, სენატორებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია ვიმყოფებით მილუოკში, რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობაზე, სადაც დონალდ ტრამპი ოფიციალურად დასახელდება, როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც საქართველოდან პარტიული წარმომადგენლობით მხოლოდ ჩვენ ვიმყოფებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის საქართველოს ურთიერთობები არა მხოლოდ წინანდელ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც მოხდება 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება და ივანიშვილის ხელისუფლება ჩანაცვლდება პროამერიკული, პროდასავლური კოალიციური დემოკრატიული ხელისუფლებით”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს