GITA-სა და GAIA-ს ორგანიზებით, საქართველოში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით, 16 ივლისს ქართული AI და მონაცემთა ტექნოლოგიების საზოგადოების შეხვედრა გაიმართა.

ინფორმაციას ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ქართულმა AI კომპანიებმა და სტარტაპებმა წარმოადგინეს პროგრესი, რომელსაც გასულ პერიოდში მიაღწიეს.

„შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების ხედვა, გეგმები და ამ პროცესში ტექნოლოგიური და სამეწარმეო საზოგადოების ჩართულობა.

ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო დღე 2021 წლიდან აღინიშნება კომპანია AI Heart-ის ინიციატივით და მიზნად ისახავს იმ წვლილის წარმოჩენას და დაფასებას, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს საზოგადოებრივ და ეკონომიკურ განვითარებაში შეაქვს და მომავალში უფრო აქტიურად შეიტანს.

საქართველოში ხელოვნური ინტელექტი ქვეყნის მთავარ 3 ტექნოლოგიურ პრიორიტეტში დასახელდა. GITA, საერთაშორისო დონორებთან და ადგილობრივ ტექნოლოგიურ საზოგადოებასთან ერთად, აქტიურად მუშაობს ახალი პროგრამებისა და პროექტების შექმნაზე, რომელიც საქართველოში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ფუნდამენტურ კვლევებს, ტექნოლოგიების განვითარებას და საერთაშორისო პოტენციალის მქონე სტარტაპების შექმნას შეუწყობს ხელს.

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო დღის აღნიშვნისთვის გაერთიანება კი კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართული ტექნოლოგიური საზოგადოების მზაობას და სურვილს, რომ გლობალური მოძრაობის ნაწილი იყოს და მისი განვითარების სწრაფ ტემპს მუდმივად მიჰყვეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის