იაგო ხვიჩია - მგონი, გახარიას და „ლელოს“ კოალიციაც შედგება - ეს არის ერთგვარი ფლირტი, რომელიც საბოლოო ჯამში, ბედნიერი პოლიტიკური ქორწინებით დასრულდება

მე მგონი, გახარიას და „ლელოს“ კოალიციაც შედგება - ეს არის ერთგვარი ფლირტი, რომელიც საბოლოო ჯამში, ბედნიერი პოლიტიკური ქორწინებით დასრულდება, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „ლელოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გახარიას ერთი ბოდიში აქვს მოსახდელი, პარალელურად, საჭიროა, „ლელომაც“ მოაგროვოს „პოლიტიკოსების კოლექცია“, რადგან ბარიერის გადალახვის საფრთხე ემუქრება.

როგორც ხვიჩია აღნიშნავს, მხარეებს ცოტა დათმობები დასჭირდებათ.

„მე გახარიას ადგილას ჯერ ხელს არ ჩავიქნევდი. ეს პოლიტიკური ფლირტია, რომელიც ჯერ ბოლომდე არ მისულა, იმიტომ რომ მოგეხსნებათ, ზოგჯერ თვითონ ერთი მხარე პრეტენზიულია ამ ფლირტის დროს. მგონი, ეს ეტაპი აქვთ გასავლელი ბატონ გახარიას და ბატონ ხაზარაძეს. ვინაიდან, ვიცი, რომ ფული ბევრს ნიშნავს პოეტიკაში და თქვენ ხედავთ რომ ბანკირების პარტიას „პანტაპუნტით“ უერთდებიან მემარცხენეები და ლამისაა „სოციალისტურ პარტიად“ ჩამოყალიბდეს, მიმაჩნია, რომ გახარიასაც ბევრი დაბრკოლება არ უდგას წინ. ერთი ბოდიში აქვს მოსახდელი და ახლა, ფულის გამო რას არ იზამს ხალხი. ხაზარაძესაც სჭირდება სხვა ადამიანები და პარტიები. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფული აქვს რეპუტაცია არ უვარგა და ბარიერის გადალახვის საფრთხე მაინც ემუქრება. ამიტომ საჭიროა მანაც მოაგროვოს პოლიტიკოსების კოლექცია, როგორც „ახლები“ აგროვებენ, „ნაცები“ აგროვებენ და შესაბამისად, ამ მოგროვილი კოლექციით წარსდგეს არჩევნებზე.

მე მგონი, გახარიასაც უდგას „ლელოსთან“ მიერთების, თუ თანამშრომლობის წინარე პერიოდი, მაგრამ არსებობს გადასადგმელი ნაბიჯები, რომლებიც კომპლექსების თუ რაღაცების გამო ჯერჯერობით ჭირს, მაგრამ ფული ჯოჯოხეთს ანათებს და მგონი, საბოლოო ჯამში, ეს კოალიციაც შედგება. ცოტა დათმობები დასჭირდებათ მხარეებს, მაგრამ არა უშავს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს