გიორგი ვაშაძე - 100 დღეში ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს

100 დღე დარჩა არჩევნებამდე, 26 ოქტომბრამდე, რომელიც არის საქართველოსთვის გადამწყვეტი დღე და 100 დღეში ერთიანობამ უნდა გაიმარჯვოს დაპირისპირებაზე, 100 დღეში ევროკავშირისკენ სვლამ უნდა გაიმარჯვოს ჭაობზე, 100 დღეში ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს და საერთოდ დიდ გამარჯვებას უნდა მივაღწიოთ, - ამის შესახებ „ერთიანობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ერთიანობის“ პლატფორმა სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ საქართველო განვითარდეს.

„სწორედ, ამიტომ ჩამოვაყალიბეთ ერთიანობის ეს მნიშვნელოვანი მოძრაობა და დღეიდან მთელ საქართველოს მოვივლით, ყველა სოფელს, ყველა ქალაქს, ყველა დასახლებულ პუნქტს. შევეცდებით, რომ ყველა ოჯახში შევიდეთ, ავუხსნათ რატომ გვჭირდება ერთიანობა, იმისთვის, რომ ერთიანობა არის საქართველოს განვითარებისთვის, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის. ერთიანობაა საჭირო, რომ ერთხელ და სამუდამოდ წინ წავიდეთ. 12 წელი, დაპირისპირების, 12-მა წელმა ელიტა გაამდიდრა, ხალხი გააღარიბა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა.

ხალხო, წარმოიდგინეთ, ჩვენ ვართ რეალობაში, როდესაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არის შეჩერებული. ამაზე მძიმე რეალობა შეუძლებელია დამდგარიყო, ამიტომ ერთიანობით წინ გამარჯვებისკენ და აუცილებლად მთელ საქართველოს მოვივლით, გველოდეთ ყველგან აბსოლუტურად, შემოგვეხმიანეთ!“ - განაცხადა “ერთიანობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება