თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრობისას, მათი საუბრის თემა: სასწავლო პროცესსა და სამომავლო გეგმებს შეეხო.

„გაოცებული ვარ იმ გარემოთი, რომელიც აკადემიაშია. განსაკუთრებით ემოციური იყო აკადემიის იუნკერებთან შეხვედრა და საუბარი იმ გამოწვევებზე, რომელიც არის მსოფლიოში, ჩვენს რეგიონსა და საქართველოში.

ვისაუბრეთ სასწავლო პროცესზე, მათ მომავალ გეგმებსა და იმაზე, თუ რა როლი აქვს მათი განათლებისა და პატრიოტული სულისკვეთების ადამიანებს ჩვენს საზოგადოებაში“, - განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი