პეტრე ცისკარიშვილი - ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, გაიმარჯვებს ზუსტად ას დღეში და 12-წლიან ბნელ ეპოქას დაამარცხებს

„ერთიანობას არ აქვს ალტერნატივა, ჩვენ პარტიას სახელიც კი გადავარქვით ოფიციალურად ამისთვის - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, 5 ნომრის ქვეშ, რომელიც გაიმარჯვებს ზუსტად ას დღეში და 12 წლიან ბნელ ეპოქას დაამარცხებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტი იქნება, რომელიც მთავარ მაგიდასთან იჯდება და რომელიც დიდ გეოპოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში, სხვებთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებებს.

„ერთიანობას მართლაც არ აქვს ალტერნატივა, ჩვენ პარტიას სახელიც კი გადავარქვით ოფიციალურად ამისთვის - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, 5 ნომრის ქვეშ, რომელიც გაიმარჯვებს ზუსტად ას დღეში და 12 წლიან ბნელ ეპოქას დაამარცხებს. ჩვენ, სულ რამდენიმე დღის წინ ვუსმინეთ მათ ლიდერებს და საქართველოზე, ჩვენს ქვეყანაზე, საუბრობდნენ, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის რაღაც ობიექტზე, რომ დიდი ბიჭები ერთმანეთში დალაგდებიან, გადანაწილდებიან და ჩვენც რაღაც ადგილს ვიპოვით. მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიმარჯვებთ გპირდებით, რომ საქართველო, ქართული სახელმწიფო საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტი იქნება, რომელიც მთავარ მაგიდასთან იჯდება და დიდ გეოპოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში, სხვებთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებებს, სწორედ ასეთი საქართველო გვინდა ჩვენ“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება