მიხეილ სარჯველაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სომეხ კოლეგას, ანაჰიტ ავანესიანს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე შეთანხმდნენ.

„საუბარი შეეხო სომხეთსა და საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

მიხეილ სარჯველაძემ, დელეგაციის წევრებს, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით, არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო. მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, პაციენტზე ორიენტირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს.

საქართველოში, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტს, წინ უძღოდა ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძესა და ანაჰიტ ავანესიანს შორის გამართული შეხვედრა, სადაც კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები, თამარ გაბუნია და თეა გიორგაძე, ასევე საქართველოში, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი ესრებოდნენ. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, საქართველოში, ვიზიტით იმყოფებოდნენ: სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი სტეპან ატოიანი, ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნარეკ მანუკიანი, წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრის დირექტორი არაიიკ ბაღრიანი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი არმენ მელქონიანი და დელეგაციის სხვა წევრები“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი