გია ჯაფარიძე - ამ 100 დღეში ჩვენ მივალთ ყველა უბანში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ჩვენ მოვივლით მთელ საქართველოს

ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. საქართველო მართლა არის ისტორიულ გზაგასაყარზე, - ამის შესახებ “ერთიანობის” ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დარჩენილი 100 დღის განმავლობაში „ერთიანობის” წევრები მთელს საქართველოს მოივლიან, რადგან ყველა ოჯახში მიიტანონ ევროპული მომავლის სიტყვა.

„ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. საქართველო მართლა არის ისტორიულ გზაგასაყარზე.

ჩვენ ვერთიანდებით თავისუფლებისთვის, ვერთიანდებით საქართველოსთვის, ვერთიანდებით საქართველოს გამარჯვებისთვის, ვერთიანდებით ქართველ ხალხთან, ვერთიანდებით ევროპული მომავლისთვის.

ამ 100 დღეში ჩვენ მივალთ ყველა უბანში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ჩვენ მოვივლით მთელ საქართველოს.

26 ოქტომბერს ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას!- განაცხადა გია ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება