ოთარ შამუგიამ დედოფლისწყაროში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი კაკლის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, 2022 წელს შექმნილი შპს „რონის“ კაკლის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, კომპანია „რონიმ“ საწარმოს შესაქმნელად 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500 000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, ხოლო 1,200 000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.

საწარმოს დამფუძნებლის, გურამ ნაკაშიძის განცხადებით, სრული დატვირთვით მუშაობის პირობებში, საწარმოს წარმადობა დღიურად 20-25 ტონა მშრალი კაკლის მიღება იქნება. კომპანია, ამ ეტაპზე, პროდუქციის რეალიზაციას შიდა ბაზარზე ახორციელებს. საწარმოში, აქტიური მუშაობის პერიოდში, 20 ადგილობრივია დასაქმებული.

მათივე ინფორმაციით, შპს „რონი“ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარიც არის. კომპანიამ 2017 წელს 17 ჰა-ზე კაკლის ბაღი გააშენა, რისთვისაც სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსება 86,900 ლარის ოდენობით მიიღო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, კაკლის გადამუშავების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 29 მლნ ლარს აღემატება, მათ შორის, კახეთის რეგიონში გაცემულია 12 მლნ ლარზე მეტი სესხი.

მათივე ცნობით, გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 126 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 270 საწარმოს შექმნა, მათ შორის, კახეთში 49 საწარმო, 23 მლნ ლარითაა თანადაფინანსებული.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება