დაბა მანგლისის საჯარო ბიბლიოთეკაში „საქართველოს ბანკის“ რიგით 23-ე იდეათეკა გაიხსნა

„საქართველოს ბანკი“ განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, იდეათეკის პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდა და ამჯერად, გამონაკლისის სახით, ახალი სივრცე დაბა მანგლისში, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობაში გაიხსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ბანკის ინფორმაციით, იდეათეკაში ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მრავალფეროვან ბიბლიოთეკაში განთავსებული 3000-ამდე წიგნით, შემეცნებისთვის საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით - კომპიუტერებითა და პროექტორებით. ახალ სივრცეში მოწყობილია STEM კუთხეც, სადაც ახალგაზრდები გაეცნობიან მომავლის პროფესიების საფუძვლებსა და STEM მეცნიერების ბაზისებს.

ინიციატივის ფარგლებში, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომის გასაზრდელად, რიგით 23-ე იდეათეკა დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის მხარდაჭერით გაიხსნა. იდეათეკა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის და ახალგაზრდებისთვის შექმნის სწავლის, შემეცნებისა და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობას.

„წლებია, „საქართველოს ბანკი“ იდეათეკების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 10 რეგიონის 22 სკოლის 12 000-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს წვდომას მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცეზე. ახლა კი იდეათეკა მანგლისში, საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში გაიხსნა. გვჯერა, მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე ადგილობრივ ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, ყოველდღიურად შეიმეცნონ რაღაც ახალი და შეიქმნან ბაზისი მომავალი კარიერული თუ პიროვნული განვითარებისთვის. „საქართველოს ბანკში“ კარგად გვესმის განათლების მნიშვნელობა და გვჯერა, რომ სწორედ განათლებული ახალგაზრდები ქმნიან უკეთეს მომავალს. ამ მიზნით, ჩვენ 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ საქართველოს მასშტაბით იდეათეკების გახსნას და ხარისხიანი განათლების კიდევ უფრო ხელმისაწვდომობას“, – აღნიშნა ანა ლომთაძემ, „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკის“ იდეათეკები ფუნქციონირებს ხურვალეთში, დიცში, თბილისში, ფოთში, პანკისში, ზემო ნიქოზში, ახალქალაქში, ოზურგეთში, ამბროლაურში, ჯვარში, ჩოხატაურში, ნაბეღლავში, ერისიმედში, ლამბალოში, უდაბნოში, საბათლოში, ზუგდიდში, შინდისში, მუხრანში, ბოლნისში, ახალციხესა და ქედაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის