გენერალური პროკურორი - ოთარ ფარცხალაძეს დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ წლებია, მასთან კომუნიკაცია არ მქონია - უწყებაში მის გავლენებზე საუბარი მხოლოდ სპეკულაციაა

საქართველოს ახლადარჩეული გენერალური პროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი აცხადებს, რომ „წლებია, მას ოთარ ფარცხალაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია“.

მისი თქმით, უწყებაში ოთარ ფარცხალაძის გავლენებზე საუბარი მხოლოდ სპეკულაციაა.

„ოთარ ფარცხალაძეს დიდი ხანია ვიცნობ. ჩვენ გარკვეული პერიოდი ვიმუშავეთ ერთად, მათ შორის, მისი მთავარი პროკურორობის დროს მე ვიყავი მთავარი პროკურორის მოადგილე. აქვე გეტყვით, რომ მე არ პოზიციაზე არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორობის დროს დავინიშნე. ერთ თვიანი მთავარი პროკურორობის შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძემ დატოვა საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა, რაიმე გავლენებზე საუბარი ამ უწყებაში არის მხოლოდ სპეკულაცია. დიდი ხანია არ მქონია მასთან კომუნიკაცია, წლებია“, - განაცხადა გაბიტაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება