ნინო ლაცაბიძე - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქალაქში საცხოვრებელი გარემო გახდეს კიდევ უფრო უსაფრთხო და შენობების გამაგრება-რეაბილიტაციისას, განსაკუთრებით, ძველ რუსთავში, მათ ავთენტური იერსახე შევუნარჩუნოთ

რუსთავში, ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში ავარიული საცხოვრებელი კორპუსების სრული გამაგრება-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წელს, სამუშაოები 12 მისამართზე უკვე დასრულდა და 4-ში აქტიურად მიმდინარეობს. 2024 წელს, რუსთავში ჯამში 16 კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები, ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციის პროექტების მიმდინარეობას, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნენ.

„რუსთავის მერია ვაგრძელებთ ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციას. წელს დაგეგმილი გვქონდა 8 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები, რომელიც ჯამში 16 კორპუსს მოიცავდა. აქედან 12 პროექტი უკვე დასრულებულია, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე კორპუსში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქალაქში საცხოვრებელი გარემო გახდეს კიდევ უფრო უსაფრთხო და შენობების გამაგრება-რეაბილიტაციისას, განსაკუთრებით ძველ რუსთავში, მათ ავთენტური იერსახე შევუნარჩუნოთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

დღეისათვის ქაშაკაშვილის #8 და #10-ში, დონეცკელი მეტალურგების გასასვლელის #18-ში საძირკვლის გამაგრება დასრულდა და ფასადების სამღებრო სამუშაოები მიმდინარებს, აქტიურად მიმდინარეობს კოსტავას გამზირის #1 კორპუსის საძირკვლის გამაგრებაც.

„ჩვენთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს უსაფრთხო გარემოს შექმნა და სწორედ ამიტომ რუსთავში აქტიურად გრძელდება ავარიული საცხოვრებელი კორპუსების სრულად გამაგრება-რეაბილიტაცია. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ ძველ კორპუსებს ავთენტური-პირვანდელი სახე შევუნარჩუნოთ, განსაკუთრებით ძველ რუსთავში, სადაც შენობები თავისი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობითაა გამორჩეული. აღნიშნული პროექტები როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ხორციელდება და ეს პროცესი მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა.

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, რუსთავში 11 კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაცია განხორციელდა, დასრულებულია ვაჟა-ფშაველას მე-2-ე გასასვლელის #4-ის გამაგრება-რეაბილიტაცია.

2024 წელს რუსთავში ავარიული კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციისთვის, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 8 070 856 ლარია გათვალისწინებული.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება