მამუკა მდინარაძე - გვარამიამ მოინდომა, ობიექტურად მოაზროვნე ადამიანების გული მოიგოს, მაგრამ მისი ბნელი წარსულის და აგენტურული მოქმედებების შესახებ ყველამ იცის და ხალხს ვერ მოატყუებს, რაც არ უნდა მესიჯები" გაასწოროს

ნიკა გვარამიას თვალი ეცა ვიღაცის და რაღაც სეგმენტზე მუშაობა გადაწყვიტა და მიხვდა, რომ რასაც ლაპარაკობდნენ იყო სპეკულაციური, იყო მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი და ახლა ცდილობს, რომ სეგმენტი, რომელიც ობიექტურად ფიქრობს რამენაირად მოიმხროს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადების შესახებ დასმულ კითხვას.

მამუკა მდინარაძის თქმით, „ნიკა გვარამია მიხვდა, რომ რასაც ლაპარაკობდნენ იყო სპეკულაციური, დამაზიანებელი და ახლა ცდილობს, სეგმენტი, რომელიც ობიექტურად ფიქრობს რამენაირად მოიმხროს“.

„მან [ნიკა გვარამია] მოინდომა ოდნავ მაინც სიმართლესთან დაახლოება - რომ მაგალითად, სანქცია დამაზიანებელია არა რუსეთისთვის, არამედ საქართველოსთვის, რასაც ისინი ითხოვდნენ. ფრენები არის კარგი იმიტომ, რომ ასი ათასობით ჩვენი მოქალაქე არის რუსეთში და ა.შ. და როგორც ჩანს მან მოინდომა, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ობიექტურად ფიქრის საშუალება აქვთ, მათი გული მოიგოს სიმართლის ლაპარაკით. თუ ხანდახან რაღაც სიმართლეს გამოურევენ ხოლმე, ჩვენ არ უნდა შეგვეშალოს იმიტომ, რომ ერთი და ორი წლის წინ ისინი ისეთივე სპეკულაციურ ტყუილებს ლაპარაკობდნენ, როგორც სხვა დანარჩენი. ნიკა გვარამიამ რაღაც სეგმენტზე მუშაობა გადაწყვიტა და მიხვდა, რომ რასაც ლაპარაკობდნენ იყო სპეკულაციური, იყო მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი და ახლა ცდილობს, რომ სეგმენტი, რომელიც ობიექტურად ფიქრობს რამენაირად მოიმხროს, მაგრამ მისი ბნელი წარსულის, წარსული განცხადებების და მისი პარტიის აგენტურული მოქმედებების შესახებ ყველამ იცის და ვერ მოატყუებს ხალხს, რაც არ უნდა "მესიჯები" გაასწოროს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს