იენს სტოლტენბერგი - უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილი ნატო-ს ახალი სამეთაურო ცენტრი მუშაობას სექტემბრიდან დაიწყებს

უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილი ნატო-ს ახალი სამეთაურო ცენტრი მუშაობას სექტემბრიდან დაიწყებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დიდ ბრიტანეთში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ სამეთაურო ცენტრი სექტემბერში ამოქმედდება. მისია 700 ადამიანისგან შედგება, რომელსაც სამვარსკვლავიანი გენერალი უხელმძღვანელებს. ის უკრაინას უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერასა და დახმარებას აღმოუჩენს, ასევე, ნატო-ს მოკავშირეების ძალისხმევას კოორდინაციას გაუწევს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, გერმანიაში, ვისბადენში, ნატო-ს ახალი მისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ალიანსის წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა ვაშინგტონში გამართულ სამიტზე მიიღეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება