თინა ბოკუჩავა კონგრესის სპიკერს, მაიკ ჯონსონს შეხვდა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აშშ-ში ვიზიტს აგრძელებს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, რესპუბლიკური პარტიის კონგრესის ფარგლებში, თინა ბოკუჩავამ შეხვედრები გამართა კონგრესის სპიკერ მაიკ ჯონსონთან, წარმომადგენლობითი პალატის ყოფილ სპიკერთან და საპრეზიდენტო კანდიდატთან ნიუტ გირნიჩთან, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრთან ლიზ ტრასთან და კევინ რობერთან, რომელიც „ჰერითეჯ ფონდის“ პრეზიდენტი და წამყვანი რესპუბლიკური Think Tank-ია ამერიკაში.

“რესპუბლიკური პარტიის“ კონგრესის ფარგლებში, ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა, მათ შორის შევხვდით კონგრესის სპიკერს მაიკ ჯონსონს. მას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ოქტომბრის არჩევნებზე ვესაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის გადარჩენა. პირადად მივესალმეთ დონალდ ტრამპს, რომლის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებაც სწორედ აქ მოხდება. ძალიან ამაყი ვარ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთადერთი პარტია, რომელიც საქართველოდან არის წარმოდგენილი. ჩვენ აქ შეგვიძლია საქართველოს სახელით ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის მნიშვნელობა გავაჟღეროთ”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება