რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები მეორე მოსმენით განიხილა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომხსენებელმა, პარლამენტის წევრმა არჩილ გორდულაძემ ცვლილებების პროექტი მუხლობრივად წარადგინა.

„კანონპროექტთა პაკეტის თანახმად, მოტოციკლეტებს და მოპედებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში (BUS LINE) გადაადგილების შესაძლებლობა მიეცემათ.

კომიტეტის წევრებმა კანონპროექტთა პაკეტის მეორე მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირეს. ცვლილებათა პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება